ჩერნიგოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ამბობს, რომ დაშავებულია 129 ადამიანი, დაღუპულია 7, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი. დაშავებულებს შორის 15 ბავშვია, 15 პოლიციელი.რუსებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრზე, დრამატულ თეატრზე მიიტანეს. შეტევის დროს ქალაქის ცენტრში ბერვი ადამიანი, მათ შორის დედები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდასხმის დროს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანქანებში იყვნენ, გზაზე ან ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ.