გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იანვრიდან ივნისამდე ქვეყნიდან 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამასთან, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი - არასრულწლოვანი. სტატისტიკის თანახმად, მიგრანტების უმეტესობა საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში, მოლდოვასა და სერბეთში - მათი წარმოშობის ქვეყნებში - დააბრუნეს.