კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 000 ოჯახისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა. პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მხოლოდ ქალაქ იელოუნაიფიდან, რომლის მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 19 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. შესაბამისი უწყებების განცხადებით, სიტუაცია სწრაფად იცვლება და ხელისუფლება მომდევნო დღეებში მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებისთვის მზადაა.