უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რუსულმა ძალები ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში. გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა შეტევის წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს . თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების შეტევა ქალაქ მარინკას მახლობლად. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.