უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. მინისტრის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა, ინჟინრებმა და ტექნიკურმა პერსონალმა თვითმფრინავების ასათვისებლად უკვე მუშაობენ და ინგლისური ენის ცოდნას იმაღლებენ. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა აინტრესებს როდის და რამდენ თვითმფრინავს მიიღესბს ქვეყანა. მისი თქმით, თვითმფრინავების გადაცემაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თქმა, როდესაც ინსტრუქტორები უკრაინელი პილოტებისა და მომსახურე პერსონალის მიღებულ უნარებს დაადასტურებენ. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს.