ელენე ნავერიანის ფილმმა "შაშვი, შაშვი, მაყვალი," რომელიც თამთა მელაშვილის რომანის მიხედვითარის გადაღებული, სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ეკა ჩავლეიშვილმა კი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯილდო. ელენე ნავერიანმა სამადლობელი სიტყვის დროს ქართული კინოზე და მისი თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფილმი, რომელიც ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება, შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული.