გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი“ დასრულდა. რვა როტაციის ფარგლებში, ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე ბავშვს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება. პროექტის მონაწილეებმა სერტიფიკატები, ჟეტონები და სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს. ადგილზე გამოფენილი იყო ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც, რომელზეც ეროვნული გმირები, ქართული ჯარის ღირებულებები და „ჯარის ბანაკში“ მიღებული ემოციები იყო გადმოცემული.