რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის მახლობლად უკრაინის დროშა დაკიდეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დროშა ელექტროგადამცემი ხაზებიდან დაკიდეს და მოგვიანებით ის ადგილობრივმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ აღმართა უკრაინის დროშა რუსულ ქალაქში. ნიჟნი ნოვგოროდი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რუსეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია და მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 400 კმ-ში მდებარეობს.