დონეცკის „შახტარი“ ახლოს არის გარიგებასთან, რომლის თანახმადაც „ცრვენა ზვეზდადან“ ქართველ მცველს, ირაკლი აზაროვს შეიძენს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპს უახლოვდება და შეთანხმება დახურულია.
ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ქართველ ლეგიონერთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს იუთუბ არხი “ჯეო თიმი” ავრცელებს, რომლის ცნოვითაც ირაკლი აზაროვი მიფრინავს კიევში, სადაც „შახტარის“ წარმომადგენლებს პირადი კონტრაქტის საბოლოო დეტალებზე გაესაუბრება. საუბარია სამმილიონიან შეთანხმებაზე „შახტარსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის, ასევე სამწლიან კონტრაქტზე უკრაინულ კლუბსა და ირაკლი აზაროვს შორის. უდიდესია ალბათობა, ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დაიხუროს.
შეგახსენებთ, რომ აზაროგი საქართველოს ორგზის ჩემპიონია. 2021 წლის სეზონის დაწყებამდე ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, შემდეგ – „ცრვენა ზვეზდაში“. ირაკლი აზაროვი 2017 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობს, ხოლო 2021 წლის მარტიდან ეროვნული გუნდის წევრია.