2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.