კანადის პროვინცია ბრიტანულ კოლუმბიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ცეცხლი ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო კიდევ უფრო გაძლიერდა და ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ცეცხლის ათასზე მეტი კერაა. მაშველებმა საშიში ზონებიდან 20 000-ზე მეტი პირი უკვე გაიყვანეს. ექსპერტები ბოლო პერიოდში ტყის ხანძრების გახშირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.