შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით. როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.