შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დრომდე მაშველები ექვს დაკარგულს ეძებენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიას რაჭაში 27 ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ძებნის არეალი გაფართოვდა. მისივე თქმით, ყველა მდინარის კალაპოტი, რომელიც ღვარცოფულ ხასიათს ატარებს, პრევენციის მიზნით, გაწმენდილი იქნება.