ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაშავებული არიან მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი ორი მსუბუქი ავტომანქანაც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.