შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება - მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ყველა შესაძლო ადგილის მოძიება ხდება. - რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული. ამ დროისთვის, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.