დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობამ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ მოსკოვთან ''შეთანხმების'' პირობების შესრულება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Ekho Kavkaza ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ენერგოკომპანიის განცხადებით, უკვე დაასრულეს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც სოხუმის აეროპორტის სამშენებლო ბაზის საჭიროებას მოხმარდება. სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაუჭირეს მხარი. ხელშეკრულება 2023 წლის 16 ივნისს საქტ-პეტერბურგში გაფორმდა.