უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შემოდგომაზე, უკრაინელი და უცხოელი იარაღის მწარმოებლების მონაწილეობით, თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გამართვას გეგმავს. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან რამდენიმე არსებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.