ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან ქვათაცვენა დაფიქსირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა. მერიის განცხადებით, პრევენციის მიზნით ქვთაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება, რის გამოზ გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის მხოლოდ ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება.