ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა გუშინ კიდევ ერთი ცხედარია იპოვეს, რომელიც პროზექტურაშია გადასვენებული. სამაშველო ოპერაცია 18 სექტორს მოიცავს. სამუშაოები ტექნიკის საშუალებით კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე მიმდინარეობს. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.