საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევებიც