ნაციონალური მოძრაობა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოს კითხვები უკვე გაუგზავნა, რომელსაც პარლამენტი შესაბამის უწყებას უახლოეს მომავალში მიაწოდებს. ოპოზიციის განცხადებით გომელაურმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას თუ რატომ არ ჰქონდა შსს-ს დროული რეაგირება ადგილზე. მმართველ პარტიაში კი მინისტრის პარლამენტში დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავენ