მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოვში მეწყერს გადარჩენილ დათო ჯელაძეს გული ატკინა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ ტელეფონით ესაუბრა ,შემდეგ კი პირადად შეხვდა ჯელაძეს. კობახიძის თქმით, ფოტოსურათი, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ანახეს, მისთვის მანამდე უცნობი იყო. იგივე პოზიცია აქვთ მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებსაც. ოპოზიციური პარტიები კი კობახიძეს არაგულწრფელობაში და ტრაგედიის მიმართ აპათიაში ადანაშაულებენ. სალომე ჯაფარიძე გვეტყვის მეტს კობახიძის ბოდიშზე და ბოდიშის გამოხმაურებებზე