შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - ცხედარი რიონის ხეობაში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 30 კმ-ის მოშორებით, ონის შესასვლელთან ნახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, გარდაცვლილი სავარაუდოდ, ზრდასრული მამაკაცია. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 6 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. დღესვე სტიქიის ზონაში დაკარგული სალომე ხეთაგურის გარდაცვალება დადასტურდა - ცნობილია, რომ მისი ცხედარი ოჯახის წევრებმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნეს.