პაკისტანში მასობრივი არეულობა მოხდა. ყურანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ხელკეტებით შეიარაღებული ასობით ადამიანი პენჯაბის პროვინციაში ქრისტიანულ თემს დაესხა თავს. მათ ორი ეკლესია დაარბიეს და რამდენიმე სახლი დაწვეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრისტიანული დასახლების მახლობლად მუსლიმთა წმინდა წიგნის, ყურანის დახეული ფურცლები აღმოაჩინეს, რომლებზეც, სავარაუდოდ, მკრეხელური შინაარსის ტექსტი იყო. ადგილობრივებმა ყურანის შეურაცხყოფაში ორი ქრისტიანი დაადანაშაულეს, რომლებიც დასახლებიდან ოჯახებთან ერთად გაიქცნენ.