კანადაში, ტყეში მასშტაბური ხანძრების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უმსხვილესი ქალაქის, იელოუ ნაიფის მაცხოვრებლების ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცეცხლი დასახლებას 17 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ხანძრები კიდევ ერთ ქალაქის, ჰეი რივერის მოსახლეობასაც ემუქრება, საიდანაც 3 000 ადამიანი უკვე გაიყვანეს. კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 აგვისტოდან ამოქმედდა. ამჟამად რეგიონში ცეცხლის 200-ზე მეტი კერაა. სტიქიის გამო რეგიონში არ მუშაობს ინტერნეტი, სატელეფონო კავშირი კი შეფერხებულია.