ივა გელაშვილის „სპეციაში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია და მისი კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმებულია, – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
პრესტიჟული იტალიური გამოცემა „ტუტომერკატოვები“ გელშვილის ტრანსფერს გამოეხმაურა: „სპეცია“ ივა გელაშვილის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს. ლიგურიაში 2001 წელს დაბადებული ქართველი ჩამოდის საიჯარო ხელშეკრულებით, რომელიც ტრანსფერის გამოსყიდვის ვალდებულებას მოიცავს. ანუ, იჯარის დასრულების შემდეგ სამწლიანი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.
ცენტრალური მცველი მეოთხე ქართველი გახდა, რომელიც იტალიაში ჩავიდა კვარაცხელიას, ლოჩოშვილისა და კვერნაძის შემდეგ
„სპეცია 1906“ წერს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა, დასასრულს მიუახლოვდა. ივა გელაშვილი ამჟამად „საბურთალოში” თამაშობს. ფეხბურთელი მზადაა, დაემშვიდობოს ქართულ კლუბს და იტალიაში გადავიდეს.
ივა გელაშვილი რომში 18 აგვისტოს უნდა ჩავიდეს და ლიგურიაში გამგზავრებამდე დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება გაიაროს. კონტრაქტის ფორმულა ასეთია – იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით (1+3 წელი).