ცნობილი გახდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარსდგება. მოთამაშეთა სია საგანგებო ვიდეოს საშუალებით ეროვნული გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გამოაცხადა.
მაშ ასე, მსოფლიოს პირველობაზე მიემგზავრებიან: გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია.
ამგვარად, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ნაკრებს სულ ბოლოს ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ბექაური გამოაკლდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშეს, თუმცა, 12-კაციან განაცხადში ვეღარ მოხვდნენ.
ქართველმა კალათბურთელებმა დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარეს, 17 აგვისტოს კი გეზს იაპონიის ქალაქ ოკინავასკენ აიღებს, სადაც 19-21 აგვისტოს ვარჯიშები ექნებათ, ხოლო 22-ში დასკვნით ამხანაგურ მატჩია ავსტრალიასთან.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს უკვე 6 საკონტროლი თამაში აქვს ჩატარებული და თანაბარი ბალანსი გააჩნია. ზუროსი შეგირდებმა თავდაპირველად ეგვიპტესთან (76:81), ლიეტუვასთანა (102:104) და ლატვიასთან (57:82) წააგეს, რასაც იორდანიასთან (86:69), მონტენეგროსთანა (84:79) და ირანთან (84:72) მოგებები მოჰყვა.