ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს, - ინფორმაციას გამოცემა Apsnypress-ი ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ ბჟანიას პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც ის მივლინებას რუსეთის ფედერაციაში გააგრძელებს.
10 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანიას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში "სამუშაო ვიზიტის" დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში აღმოჩნდა, რადგან მას შარდკენჭოვანი დაავადება გაუმწვავდა.