ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი პირველმა სამოქალაქო გემმა გაიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“უკრაინამ ამ წამს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ. პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება”, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შეატყობინა დერეფნის მუშაობის შესახებ, მათ კი, თავის მხრივ, ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის უკრაინის უფლება დაადასტურეს და რუსეთს მოუწოდეს შეწყვიტოს მუქარები და დაიცვას საერთაშორისო კონვენციები.
“უსაფრთხო ზღვა ყველასთვის. ეს არის უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების პრინციპული პოზიცია. ნავიგაციის თავისუფლება და უსაფრთხოება საბაზისო საერთაშორისო პრინციპებია”, - წერს ზელენსკი.