კომუნიკაციების კომისიამ, მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად “სელფი მობაილი” გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიას 700 და 3600 მეგა ჰერცი სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება. აუქციონის წესების გათვალისწინებით, ლიცენზიის მოსაპოვებლად ოპერატორს 1 თვის ვადა განესაზღვრა, რომლის მანძილზეც მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.