სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, მან ქართველ გოგოსთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, მისი უკანონოდ მოპოვებული სურათებით კოლაჟი ააწყო და ქალის ახლობლებს გაუგზავნა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გოგოს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა, რა დროსაც შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა. დანაშაული 40დან 7 წლამდე პატინმრობას ითვალისწინებს.