დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა განაცხადა.
"რუსმა ტერორისტებმა 18 წლის ბიჭი მოკლეს. მან ჭრილობები სინელნიკოვშჩინაში, მეჟევსკაიას თემზე მტრის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად მიიღო. ექიმები ცდილობდნენ ახალგაზრდის გადარჩენას, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ", - აღნიშნა ლისაკმა.
მისი თქმით, დაშავებულებს შორის 2 წლის ბავშვია. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგდ დაზიანდა კაფეები, 14 საცხოვრებელი სახლი, 8 სამეურნეო დანიშნულების შენობა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.