ლიეტუვაში ფართომასშტაბიანი საველე-ტაქტიკური წვრთნები დაიწყო. სამხედრო წვრთნები ქვეყანაში 27 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ლიეტუვას შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ცნობით, წვრთნებში პროფესიონალი სამხედროები, წვევამდელები და თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებული მოხალისეთა გასამხედროებული სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს ტაქტიკური მარშის, დაზვერვის სხვადასხვა სახეობების, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის წარმოების და სხვა თავდაცვით ამოცანებს შეასწავლიან.