რა ეტაპზეა ქვეყანაში ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი და რამდენად დიდია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი_ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებულია, მთავარ გამოწვევად კი პოლარიზაცია რჩება, მათივე შეფასებით, დეპოლარიზაცია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ მიიჩნევენ რომ 12 რეკომენდაციიდან 9 შეუსრულებელია. მათივე თქმით მმართველმა გუნდმა ქვეყნის ვექტორი რუსეთისკენ მიმართა და ანტიდასავლური პროპაგანდა გააძლიერა.