პარტია ლელო-საქართველოსთვის გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს , რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.პარტიის წევრები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თითქოს სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. აღნიშნულ საკითხს დღეს საპარლამენტო ოპოზიციის და მმართველი პარტიის წევრებიც გამოეხმაურნენ.