ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, და ,,ვალე“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დათვალიერების შედეგად, ჯამში - 45 445 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.