მთიანი ყარაბაღის აქტივისტებმა რუსი სამშვიდობოების ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები რუს სამშვიდობოებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარების უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს. სააგენტოს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის განლაგების ადგილზე არსებული გზა ორივე მიმართულებით გადაკეტილია. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი პუნქტი - ლაჩინის კორიდორი აზერბაიჯანულმა მხარემ დაკეტა.