აშშ-ში, ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. შტატის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე შემოწმებულია სტიქიური უბედურების ზონის მეოთხედ ნაწილზე მეტი. ცხედრების მოსაძებნად სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს იყენებენ. მისივე თქმით, მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ბოლო მონაცემებით მაუიზე დაკარგულად ათასზე მეტი ადამიანი ითვლება. ძლიერი ხანძარი კუნძულზე 8 აგვისტოს გაჩნდა. განადგურებული და დაზიანებულია 2 200-მდე შენობა. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.