ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. 10 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. Reuters-ის ინფორმაციით, რეგიონში დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, ევაკუირებულია ათობით ადამიანი. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება. ჰიმალაის მთათა სისტემაში მდებარე ქალაქ შიმლაში მეწყრის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ და მყინვარების დნობამ გამოიწვია.