ლიბიის დედაქალაქში შეტაკებებია. რამდენიმეთვიანი სიმშვიდე ტრიპოლიში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმამ დაარღვია. როგორც CNN-ი იუწყება, დაპირისპირების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 27 ადამიანი, 106 კი დაიჭრა. დაპირისპირება 444-ე ბრიგადასა და სპეციალურ შემაკავებელ ძალებს შორის მოხდა. ეს შენაერთები ლიბიის დედაქალაქში მოქმედ ყველაზე ძლიერ სამხედრო ჯგუფებად მიიჩნევა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქის ბევრი მცხოვრები სახლებს ვერ ტოვებს. უწყება დაპირისპირებულ მხარეებს თხოვნით მიმართავს, რაიონებში, სადაც შეტაკებები მიმდინარეობს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს შესვლის საშუალება მისცენ.