უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მანამდე, 14 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 3 კვ.კმ გაათავისუფლეს ბახმუტის მიმართულებით.