საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამის სტრუქტურებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და იმ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ, რომლებიც არა მხოლოდ ერთ უწყებასთან არამედ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლთან არსებობს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, ინტერპელაცია საპარლამენტო ინსტრუმენტია და შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიებაც არის აუცილებელი.