სტიქიის ზონაში მეხანძრე - მაშველები უწყვეტ რეჟიმში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი და 7 პირის ძებნა გრძელდება