უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას, ხოლო ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - რუსული ჯარის შეტევების მოგერიებას აგრძელებენ. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ 4 სარაკეტო და 20 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ ლუცკში 3 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამასთან დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლში ჩავიდა, სამხედრო პოზიციები მოინახულა და სამხედროებს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელები დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებენ.