იაპონიას ტროპიკული შტორმი „ლანი“ დაატყდა თავს. მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ათობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კიოტოში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. სტიქიის გამო ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოსალოდნელი მეწყრისა და წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს. ათ პრეფექტურაში მოქალაქეთა ევაკუაციის განკარგულება გასცეს. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებით მუშაობს აეროპორტებიც. შტორმის გამო უკვე გაუქმდა 800-ზე მეტი შიდა ფრენა.