დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია, უკვე ჩამქრალია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.