მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. კონფერენციის მუშაობაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მონაწილეობენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციამ“ სამხედრო სფეროში დასავლეთის დომინირება დაასრულა. შოიგუმ უკრაინაში კასეტური ბომბების შესაძლო გამოყენებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთს კასეტური საბრძოლო მასალის საკმაოდ დიდი მარაგი აქვს, რომელსაც არ იყენებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზადაა გადაწყვეტილება შეცვალოს.