საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი მიიღებს. თავდაცვის ძალების ნაკრები პირველ თამაშს 19 აგვისტოს ესპანეთთან გამართავს.