სომხეთში ავარია მოხდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა გიუმრი-ლაჯიკის გზაზე მოხდა, სადაც ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.
„დაღუპულია 10 მგზავრი და მიკროავტობუსის მძღოლი. კიდევ ხუთი მგზავრი ძალიან მძიმე ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიკროავტობუსი სომხეთში თურქეთიდან ბრუნდებოდა.