ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა. გამოძიების ჩატარება, ნაწილობრივ, გაჟონილმა სატელეფონო ჩანაწერმა გამოიწვია, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯიის საარჩევნო უწყების უმაღლეს თანამდებობის პირს „11 780 ხმის მოძიებას“ სთხოვს. ეს ტრამპისთვის წაყენებული მეოთხე საბრალდებო აქტია.